სამართალი
ვასილ მაღლაფერიძე- 7 ნოემბრის აქციაზე: ვანომ თქვა, მართალია ცოტა ხალხი ჩამოვიდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი გაულახავი არ უნდა წავიდეს
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა.
მაღლაფერიძემ 2007 წლის 4 ნოემბერს, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირი გაიხსენა, რომელსაც, მისი თქმით, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი ესწრებოდნენ.
მაღლაფერიძემ სასამართლოში გაიხსენა, რომ თათბირის დროს მერაბიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია ზედმეტად გათამამდა და ყველა უნდა გაილახოს.
„ვანომ თქვა, ეს ოპოზიცია ძალიან „გაბლატავდა“ ბოლო დროს. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვეთ, ამათ უნდათ რომ ორ-სამ დღეში წაიღონ. ასე არ გამოვა ეს ამბავი, კუდ-ს აქვს ეს ამბავი უკვე დავალებული, მართალია ბევრი ხალხი არ ჩამოვიდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავი, ყველას უნდა დაენგრას გვერდები, იმიტომ რომ გალახული კაცი არის „ჩმორი“ საქართველოში და ესენი არ ჩავიდნენ, არ „იბლატაონ“. აქ არის გენერალური პროკურორი და ნებართვას გვაძლევსო. ზურაბ ადეიშვილს გაეცინა და ხუმრობით თქვა – მე არაფერი არ ვიცი და არ მესმისო, ჩემს აზრს ბოლოს გეტყვითო. თქვენ გყავთ უამრავი ნაცნობი სპორტსმენი, მომღერალი, ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთ, აქ არის კეზერაშვილი, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ეპარქიებს აფინანსებენ, რომ მღვდლებმა სისულელეები არ თქვანო, უთხარით, რომ ამას კეზერაშვილი მიხედავსო. ვინცო ცოტა მოშავო ტიპია ამას მიხედავს გარეთ ერთი ახალაია, დათა, შიგნით მეორე ახალაია, ბაჩო დახვდებაო”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


