საზოგადოება
ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ საცობების პრობლემაც მოწესრიგდება -კახა კალაძე
ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისთვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე მარინა მესხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოდიალოგის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების პრობლემა იქ მიმდინარე პანდუსის სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული.
„თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


