პოლიტიკა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სენატორებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სენატორებთან ტედ კრუზი (რ-ტეხასი), ლინდსი გრემი (რ-სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენთან დანკან ჰანტერი (რ-კალიფორნია).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესს, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს კონგრესის მხრიდან მცოცავი ანექსიის დაგმობის მნიშვნელობას და აღნიშნულ კონტექსტში კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება 2017 ფისკალური წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის დაფიქსირების გამო. ამასთანავე, იმედი გამოთქვა რომ სენატი და წარმომადგენელთა პალატა მომავალი წლის ასიგნებების აქტშიც იგივე ჩანართის დატოვებას გაუწევენ რეკომენდაციას.
მინისტრთან შეხვედრებზე ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


