სამართალი
ვარკეთილში ჩხუბის დროს დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულია
ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
დაჭრილი მამაკაცი ოპერაციული ჩარევის შემდეგ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მედიკოსების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს კლინიკაში მიყვანისას ჰემორაგიული შოკი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვიდაზიანებები მიიყენა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


