პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ითხოვა, წესები განსაზღვრეთ და ისე ჩაატარეთ ყრილობაო - თამარ ჩერგოლეიშვილი
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკურმა პატიმარმა, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ითხოვა წესები განსაზღვრეთ და ისე ჩაატარეთ ყრილობაო, - წერს ,,ტაბულას’’ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ფეისბუქის’’ პირად გვერდზე და აღნიშნულით ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
,,სააკაშვილი ნინო კალანდაძის (?!) პირით პასუხობს, ნურასუკაცრავად, ვერ მოგართვიო.
გარდა იმისა, რომ გენერალური მდივანია, პარტია მნიშვნელოვანწილად ვანო მერაბიშვილის აწყობილი და გამართულია.
ასეთი ფაქტები უფრო მეტყველებს შექმნილი ვითარების ტრაგიკომიკურობაზე, ვიდრე პროცედურები.
რატომ უნდა მეგონოს, ან რატომ უნდა მოგატყუოთ, რომ ასეთი დეგრადირებული ლიდერით დავამარცხებთ ივანიშვილს, გაუგებარია.
P.S. ეს უბრალოდ ერთი პატარა საჯარო გამოვლინებაა იმ დიდი უბედურების, რაც სააკაშვილს დაატეხა თავს დაკარგული ძალაუფლებისკენ ლტოლვამ და რაც, მოკლე დისტანციის გამო, ჩემთვის დიდი ხანია ნათელია’’, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


