სამართალი
ვანო მერაბიშვილმა გასული ღამე კლინიკაში გაატარა
გასული ღამე ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა კლინიკაში გაატარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსჯავრდებული გუშინ საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის "მედიკლაბში" დატოვეს.
სავარაუდოდ, მერაბიშვილს ციხეში დღეს გადაიყვანენ. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა, დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია.
"ვართ ისევ იმავე ნიშნულთან, რეალურად ჩვენ ამ მომენტამდე არ ვიცით, რა სჭირს და ამ მომენტამდე არ ხდება მისი სწორი მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის რომ ის მოთავსებული იყოს მრავალპროფილურ კლინიკაში და იქ დარჩეს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება კვლევებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს დიაგნოზი,"-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


