პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის თანხმობა გენერალურ მდივნად არჩევაზე საჭირო არ იყო - ზაზა ბიბილაშვილი
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ყრილობის შემდეგ, რომელზეც გადაწყდა, რომ გენერალურ მდივნად საპატიმროში მყოფი ვანო მერაბიშვილი დარჩება და მის გათავისუფლებამდე უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს, მერაბიშვილმა საპატიმროდან განაცხადა, რომ მას „პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია“.
როგორც ზაზა ბიბილაშვილმა Facebook-ში პირად გევრდზე დაწერა, ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეული, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო.
„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“,-დაწერა პოლიტსაბჭოს წევრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


