პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნად რჩება
ნაციონალური მოძრაობის წევრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, პარტიის გენერალურ მდივნად დარჩება.
ამის შესახებ მედიას ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
„გვეყოლება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ვინ იქნება, ამას ძალიან მალე გაიგებთ. არავითარი თანათავმჯდომარეების საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება გენერალური მდივნის პოსტს, პოსტი ნარჩუნდება და ეს ადამიანი, რომელიც დღეს არის გენერალური მდივანი- დარჩება. ამ მიმართულებით ცვლილება არ მოხდება. ახალი შემართებით, ახალი ენერგიით ჩვენ დავიწყებთ იმ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაშია და ბუნებრივია, დავიწყებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის ამ პრობლემების სათავე“-აღნიშნა მინაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში ტარდება.
ყრილობას 7 100-ზე მეტი დელეგატი, ასევე 3 ათასამდე მოწვეული სტუმარი დაესწრება.
ორგანიზატორების თქმით,პარტიის მეშვიდე ყრილობის დიდი ნაწილი პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა. გარდა ამისა, მოხდება ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება, პოლიტისაბჭოს ახალი თავმდჯომარის არჩევა, ასევე პოლიტსაბჭიოს დამტკიცების ახალი წესის მიღება.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ეს პოსტი ვაკანტური დარჩება.
პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი, თანაპარტიელებს ამერიკიდან, სკაიპით მიმართავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


