უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ოქტომბერი, 2018 12:45
font-size

ვანო ჩხარტიშვილი „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს - ზაზა ხატიაშვილი

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მისი კლიენტი ტელეკომპანია „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. უფლებადამცველის განცხადებით, „რუსთავი 2“-ისა და „იბერიას“ ეთერში გასულმა აუდიოჩანაწერებმა, რომლებიც „ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმეს ეხებოდა, შელახა ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება.

ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს მიმართა და არა ორიგინალი, არამედ ტელევიზიებიდან ჩამოწერილი ჩანაწერები მიაწოდა, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი გადაკეთებული, მანიპულირებული და დამონტაჟებულია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში აღინიშნება 8 სხვადახვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი. ამასთან, ხატიაშვილის განცხადებით, ისინი სასამართლო დავას დაიწყებენ არა მარტო ტელეკომპანიების, არამედ მათი ხელმძღვანელების, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

„მსოფლიოს ორი წამყვანი ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვანო ჩხარტიშვილზე ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟი. ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანიების „რუსთავი 2“-ისა და „იბერიას“ მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში. წინა კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 1 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული და სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06 წუთიან ჩანაწერში, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი”, - განმარტა ჩხარტიშვილის ადვოკატმა.

ასევე ხატიაშვილმა ლონდონის საექსპერტო ბიუროს „დილიჯენსის” 3 ოქტომბერს დადებული დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმად, ზაზა ხატიაშვილის თქმით, აუდიოჩანაწერებში არსებობს წყვეტა და სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია თორმეტი ანომალია. ამასთან ადვოკატის მიერ დღეს წარმოდგენილ დასკვნაში წერია, ექსპერტი იტოვებს უფლებას, გადახედოს დასკვნებს იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი წვდომა ორიგინალ ჩანაწერებთან და ჩამწერ მოწყობილობასთან ექნება.

„მე დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე მათ, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები. ასევე მივმართე „რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა”,- აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა გამოქვეყნდება, მასალების გაყალბებისთვის მოდავე მხარეებს პასუხისგება საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევთ. მისივე განცხადებით, ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნას, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ წარმოადგინა, გასაცნობად ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს მიაწვდის.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი