პოლიტიკა
ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა - ირაკლი კობახიძე
ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სწორედ USAID, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


