სამართალი
ვალერი გელაშვილს მძიმე დაზიანებები ჰქონდა რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იყო - ექსპერტები
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდის განხილვა განახლდა.
დღევანდელ პროცესზე ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც ხელახალი გამოძიების ფარგლებში ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ მიღებული დაზიანებების შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლეს.
სამივე ექსპერტის მოსაზრება ერთიანი აღმოჩნდა, იმასთან დაკავშირებით, რომ გელაშვილს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და სხვა მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იყო.
საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მოწმეებმა იმ შედეგზე ისაუბრეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განხორციელდა.
მისი თქმით, ცემის მოტივი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან შურისძიება იყო. როგორც პროკურორმა აღნიშნა, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მედიაში ვალერი გელაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის სააკაშვილს შეურაცმყოფელი ფორმით ახსენებდა.
გამოძიება ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


