პოლიტიკა
ვალდებულება გვაქვს, თანხები იყოს რაციონალურად მიმართული - ლევან იზორია
ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ უწყებაში, მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ იმ კითხვის საპასუხოდ, იგეგმება თუ არა თავდაცვის უწყებაში თანამშრომლების შემცირება და მცირდება თუ არა სამინისტროს ხარჯები.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ეს მზადყოფნა გაიზარდოს, აუცილებელია გარკვეული ოპტიმიზაცია.
”ბუნებრივია, ჩვენ გადამხდელების წინაშე, მოსახლეობის წინაშე, ვინც თავდაცვის თუ სხვა სფეროს აფინანსებს, ერთგვარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს, რომ თანხები იყოს რაციონალურად მიმართული, რათა ქვეყანას შეეძლოს თავისი თავის დაცვა, ქვეყანას შეეძლოს მოსახლეობის დაცვა. ამ ეტაპზე, იმისთვის, რომ სწორედ ეს მზადყოფნა გაიზარდოს, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გარკვეული ოპტიმიზაცია და აქ საქართველო არ იქნება გამონაკლისი. ასეთი ნაბიჯები მთელმა რიგმა ქვეყნებმა გადადგეს, როდესაც გადაწყვიტეს მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. ზუსტად იგივე გზავნილები მოვისმინე ნატო-ს გენერალური მდივნისგან; როდესაც ნორვეგიაშიც დადგა დღის წესრიგში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათაც მოუწიათ გარკვეული ოპტიმიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორთან, აშშ-სთან ერთად, მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ. ჩვენს ეროვნულ ინტერესშია ის, რომ თანხები, რომელიც თავდაცვის სისტემისთვის არის გათვალისწინებული, იყოს ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად”, - განაცხადა იზორიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


