საზოგადოება
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, მზიურში რაგბის კავშირის მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და რაგბის კლუბ „თბილისის“ დამფუძნებელი, ბიძინა გეგიძე, ეხმაურება 2018 წლის 27 ნოემბერს, რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ გასხვისების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომპანია დარეგისტრირდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და იმავე თვის 27 რიცხვში შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. გასხვისების პროცესის გამჭირვალობა კი კითხვებს ბადებს რაგბის სამყაროში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გარიგება რაგბის განვითარების ნაცვლად, კერძო ინტერესებს ემსახურება.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიძინა გეგიძის, განცხადებით: „მზიურის ტერიტორიაზე 20000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი რაგბის კავშირს სარაგბო ბაზის მოსაწყობად ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 მაისის დადგენილებით გადაეცა. თბილისის ცენტრალური უბნების ურბანული ოკუპაციის, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტის პირობებში, ვაკეში კომერციული მიზნებისთვის მიწების გასხვისება, სრულიად გაუმართლებელი და უგუნური პოლიტიკაა. კომერციალიზაციის შედეგად შემოსული თანხა თითქოს სპორტის განვითარებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ხმარდება, თუმცა, არა ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ფაქტია, რომ დღეს რაგბი ვაკიდან გაძევებულია და რაგბი უნდა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ცენტრს.
რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკითხის გადაწყვეტის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ტერიტორია წარმოადგენს მთლიანად რაგბის სამყაროს საკუთრებას და გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ რაგბის კავშირის ყრილობაზე. აღნიშნული არ წარმოადგენს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ან გამგეობის ერთპიროვნულ პრეროგატივას.
მეორე მხრივ, ყოვლად გაუაზრებელია დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, ქონების გასხვისებას რაიმე სახის სარგებელი მოაქვს სპორტის განვითარებისთვის. ქალაქის ცენტრალური უბნებში არსებული სპორტული ობიექტების ნაცვლად მრავალსართულიანი შენობების აშენება და ამის საპირწონედ, სპორტული ინფრასტრუქტურის გადატანა პერიფერიებში, საეჭვოა, ხელს უწყობდეს სპორტის განვითარებას. ეს ყველაფერი იძენს დრამატული განაშენიანების ფორმას. ჩვენ საქმე გვაქვს მახინჯ რეალობასთან, რომლის შესაცვლელადაც საზოგადოება და სახელმწიფო უნდა გადავიდნენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა თავიდან ავიცილოთ უკვე არსებული მძიმე შედეგები. აუცილებელია, გადაიხედოს პოლიტიკა და შეიცვალოს დღევანდელი მიდგომები, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის განაშენიანებასთან, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და ქალაქგეგმარებით პროცესებთან დაკავშირებით.
ბიძინა გეგიძე იმედოვნებს, რომ თბილისის ცენტრალური უბნები დამატებით არ მიიღებს დრამატული განაშენიანების სახეს რეკრეაციული ზონების ხარჯზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა რაგბის ბაზა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაკის მოსახლეობისთვის.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


