უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2017 18:45
font-size

ვახტანგ მახარობლიშვილმა ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა

2017 წლის 29 ივნისს, ვიშეგრადის ჯგუფის პოლონეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის როგორც ორმხრივ, ისე ვიშეგრადის ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფორმატში არსებული ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა ამ ვიზიტის, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატში საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მხარდაჭერის საკითხზე. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებია, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი და საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიღწევის მიზნით. ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე, რაც გულისხმობს ევროკავშირთან შემდგომ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან და პროგრამებთან დაახლოებასა და ჩართულობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ვახტანგ მახარობლიშვილმა პოლიტიკურ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ა.წ. 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტის მოლოდინების თაობაზე; ხაზი გაესვა ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, ვიშეგრადის ჯგუფის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მინისტერიალისას გაკეთებული ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მკაფიოდ დაფიქსირდა დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პარტნიორებისათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მხარდაჭერა. პოლიტიკური დირექტორების მხრიდან აღინიშნა, რომ გატარებული წარმატებული რეფორმების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და ის სრულად იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები აქტიურად გააგრძელებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მცოცავ ანექსიაზე და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ და საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ხაზი გაუსვა ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე მსჯელობისას, მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება. აღინიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პირველი სესიის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა ვიშეგრადის ჯგუფის პოლონეთის თავმჯდომარეობისას განხორციელებული აქტივობები და წარმატება უსურვა უნგრეთს, როგორც ჯგუფის მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართა მეორე სესია პოლიტიკურ დირექტორებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორებს შორის, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა განიხილეს საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება და გაცვალეს ხედვები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე და სირიის, კატარის, ირანის როლსა და მისწრაფებებზე არსებული ვითარების ფონზე.

დამატებით, მეორე სესიაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის, ნატო-ს 2018 წლის სამიტის მიმართ ქართული მხარის მოლოდინებზე.

შეხვედრის დასასრულს, პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი