პოლიტიკა
ვახტანგ მახარობლიშვილი ქრისტიან დანიელსონს და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელთან, ქრისტიან დანიელსონთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან, თომას მაირ-ჰარტინგთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ურთიერთობების დინამიკა, ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა.
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ასოცირების დღის წესრიგის“ უახლოეს პერიოდში დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში დიალოგის გაღრმავების პერსპექტივებზე.
აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და მისი უწყვეტი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


