პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით პრეზიდენტი პარლამენტის ნაცვლად 300-კაციანმა კოლეგიამ უნდა შეარჩიოს
ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული მოდელი შესთავაზა. კერძოდ, პრეზიდენტს ირიბი წესით აირჩევს არა მარტო პარლამენტის 150 დეპუტატი, არამედ კიდევ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოებისა და საკრებულოთა გაერთიანებების 150 დელეგატი.
ხმალაძის თქმით, 300-კაციანი შერეული კოლეგიით არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება.
„ეს წესი გულისხმობს პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისა და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა დროს ტარდება, პროპორცია პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტსა და საკრებულოებში შეიძლება (და მაღალი ალბათობით ასეც იქნება) იყოს ერთი მეორისგან ფრიად განსხვავებული. ამდენად, ამრჩევთა სურათი იქნება უფრო გაწონასწორებული და მათი რაოდენობაც იქნება უფრო მეტი. შესაბამისად, ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება უფრო მაღალი“, - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და არჩევის წესის შესახებ იმსჯელებენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


