სამართალი
ვაკეში თავდასხმის დროს დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, - განუცხადა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გვახარიამ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობისას შეფასებისას.
მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.
"პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", - აღნიშნა გიორგი გვახარიამ.
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი.
საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.
პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს.
უწყების ცნობით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი.
ნინო ექვთიმიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


