სამართალი
ვაკეში მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გუშინ ღამით, მამაკაცი დაჭრეს.
მეზობლების განცხადებით, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგეს და მანამდე არანაირი ჩხუბი არ ყოფილა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.
„რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო. ერთი ან ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენი მეზობელია, მე მას არ ვიცნობ. ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. ამ ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, - განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
შსს-ს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


