უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 სექტემბერი, 2025 13:07
font-size

ვაკეში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რეაბილიტირებული ქუჩები გაიხსნა

დედაქალაქში ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა – ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და მოიცავდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას.

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

„დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია. აქ არსებული მდგომარეობა უმძიმესი იყო. ამიტომ, პირველი, რაც გავაკეთეთ, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება-მოწესრიგებაა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მიწისქვეშა ურნები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, რაც ხმაურის თვალსაზრისით ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, თანადგომისთვის, რადგან სწორედ მათი ჩართულობით ხდება მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქში. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიის თანამშრომელს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას. მადლობას ვუხდი ასევე მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, ელექტროსადენები განთავსდა მიწისქვეშ, მოეწყო ტროტუარები, ჩატარდა საგზაო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედელიც.

გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური LED სანათები. ამასთანავე, დამონტაჟდა 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნა, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა გადასასვლელები; გზის სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები; ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტის ბოლო ეტაპზე ორივე ქუჩაზე, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა – მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2 100 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. სამუშაოების საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს უერთდება, რაც ქმნის სრულად მოწესრიგებულ, თანამედროვე სატრანსპორტო და საცხოვრებელ არეალს. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას როგორც ქვეითებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილებისთვის.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების უფროსები, ვაკის რაიონის გამგებელი, ასევე საკრებულოსა და პარლამენტის წევრები გაეცნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი