საზოგადოება
ვაი ჩვენი ბრალი!... და კიდევ უფრო - ვაი ბრალი მათი - როსტომ ჩხეიძე
არა, მაინც როგორ დაიჯერეთ, ეს კანონპროექტი რომ დამტკიცდებოდა პარლამენტში და კიდევ ერთხელ არ ვიხილავდით ბატონი ივანიშვილის ნიანგის ცრემლებს, - ამ შესახებ მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნუთუ ჩვენს ახალგაზრდებს, თავგადადებულთ უკეთესი საქართველოს დასამკვიდრებლად, ჰქონდათ ილუზიები, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართებოდა?
შესაძლოა მიამიტურად მიენდნენ ყოვლად ცრუ და ყალბ მმართველს ჩვენი უბედური ქვეყნისა.
შესაძლოა რაღაც იმედს მაინც ებღაუჭებოდნენ.
თუმც მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ანუ ბატონ ივანიშვილს უკვე იმთავითვე ჩაფიქრებული ჰქონდა, როდესაც მხურვალე დაპირებას იძლეოდა, თქვენი ეს მოთხოვნა აუცილებლად შესრულდება - არჩევნების პროპორციული სისტემა გარდაუვალიაო.
დიდი რამ მიხვედრა არც სჭირდებოდა მის ჩანაფიქრს:
პარლამენტში ჩავარდებოდა ეს კანონპროექტი და თვითონ ვითომ სუფთად გამოძვრებოდა.
რა სუფთადაც გამოძვრა, აგერ უყურებთ ყველა და თავდაღმართზე დაქანებულებს - მასაც და მის კრიმინალურ გუნდსაც - რა მოეწევა, არც ამის ამოცნობაა დიდად ძნელი.
საბჭოური გადმონაშთები თავიანთ წინამორბედებთან ერთად ჰპოვებენ პოლიტიკურ განსასვენებელს, და მერე უკვე...
არ გვინდა გაგრძელება, ისეთი მძიმე სურათი იელვებს ყოველი გონიერო ადამიანის წარმოსახვაში.
ანკი რას ელოდნენ მიამიტი ადამიანები - ნუთუ ეეჭვებოდათ ხუნდაძე-ოქრიაშვილ-ბერაიასა და ძმათა მათთა აჯანყება თუ რაც არის?!
ვაი ჩვენი ბრალი!... და კიდევ უფრო - ვაი ბრალი მათი, რომელთაც ჯერაც ვერ გაურკვევიათ, საით მიქანჯალობენ და ამწამიერი "გამარჯვებით" ტკბობას მისცემიან, რასაც თუნდ ბატონი კალაძის გადამეტებული გალაღებაც ადასტურებს.
კომუნისტებსაც აგრე ეგონათ: ვერაფერი შეგვარყევს, ამაო ცდაა პროტესტანტთა გამოსვლებიო.
არა, მაინც როგორ დაიჯერეთ, ეს კანონპროექტი რომ დამტკიცდებოდა პარლამენტში და კიდევ ერთხელ არ ვიხილავდით ბატონი ივანიშვილის ნიანგის ცრემლებს: ეს რა მიყვეს, ხალხისათვის მიცემული სიტყვა გამატეხინესო!... - დაწერა როსტომ ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


