სამართალი
ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ თუ არ მოვიდოდა გუგავა და აირჩევდნენ კალაძეს, მიიღებდნენ გაძვირებულ ქვითრებს - შალვა ნათელაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სემეკის წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე პარტიის ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობას, რომ კომისიას უფლებამოსილება შეეზღუდოს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სასამართლო განხილვის პერიოდში სემეკმა კომუნალური ტარიფების გადახედვა და ცვლილება ვერ შეძლოს.
სხდომას ესწრება ლეობორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
,,ჩვენ ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ თუ არ მოვიდოდა გუგავა და აირჩევდნენ კალაძეს, მიიღებდნენ გაძვირებულ ქვითრებს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ.
სასამართლო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, როდესაც წინა გაძვირება ჯერ არ განუხილავს სასამართლოს და უკვე ახლიდან იწყებენ გაძვირებას. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება და რაც მოხდება, ეკისრება ,,ოცნების“ შემომხაზავ ხალხს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


