პოლიტიკა
ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება ნაციონალური მოძრაობისგან,რ ომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე - ზაალ უდუმაშვილი
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მან ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება, რომ კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებში.
ამის შესახებ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აერპოროტში კიევიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა.
ამასთან, უდუმაშვილი აღნიშნავს,რომ მას საკითხსზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის ნაციონალური მოძრაობისგან. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები ნაციონალური მოძრაობის, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება რუსთავი2-ს უდუმაშვილი აცხადებს,რ ომ ტელეკომპანიაში რეორგანიზაციაა დაწყბული.
„რეორგანიზაცია დაწყებულია. მიმდინარეობს ფინანსების მობილიზება და ბევრს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


