პოლიტიკა
უზნეო ... შენს ძმას, მამაშენს, შენს შვილებს გაუკეთე ეგ სამკლაური - გია კორკოტაშვილი ჟურნალისტს (ვიდეო)
ჩემო შვილო, შენ თუ მოგწონს ეს მოდი, შენს ძმას, მამაშენს, შენს შვილებს გაუკეთე ეგ სამკლაური, გააკეთე ფეხბურთის გუნდი და აკენწლეთ რაც გინდა. საქართველოს თავი დაანებეთ!, - ასე მიმართა მსახიობმა გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემაში, ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს.
პასუხად ჟურნალისტმა კორკოტაშვილს მუწოდა, მის ოჯახის წევრებს არ შეხებოდა და საქართველოს სახელით ნუ ილაპარაკებდა.
,,თქვენ საქართველოს სახელით ვინ მოგცათ ლაპარაკის უფლება? მამაჩემზეც, ძალიან გთხოვთ, მორიდებით ილაპარაკეთ“, - მიმართა კლდიაშვილმა კორკოტაშვილს.
,,შე უზნეო, ლგბტ-ს პროპაგანდას ეწევი“, - მოჰყვა ჟურნალისტის კომენტარს კორკოტაშვილის რეპლიკა.
გადაცემაში თემა ხმამაღალი საუბრით და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ცნობისათვის, 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩზე „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.
"გულშემატკივრები ჩემით ცოტა იმედგაცრუებულები იყვნენ, თუმცა მე არ მინანია, რაც გავაკეთე", - აცხადებს კაშია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


