სამართალი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ პრეზიდენტი კონსულტაციებს ორშაბათს დაიწყებს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ელოდება ყველას, ვისაც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს.
„პრეზიდენტი იწყებს ძალიან ფართო კონსულტაციებს იმისთვის, რომ შერჩეულ იქნას ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოების რჩეული და შესაბამისად, ამ კანდიდატზე უარის თქმა მმართველი პარტიისგან იქნება იმის ჩვენება, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ მისცეს სასამართლო სისტემას შესაძლებლობა, რომ მან დაიწყოს გაჯანსაღება“-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
გვენეტაძის შემცვლელად სამი კანდიდატი სახელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, ასევე მზია თოდუა, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


