სამართალი
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის განხილვას 21 ნოემბრიდან ზეპირი მოსმენის გარეშე დაიწყებს
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სასამართლოდან ტელეკომპანიის იურისტებს აცნობეს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
,,ვინაიდან ეს დავა არ არის სუფთა სამართლებრივი და ეს რომ სამართლებრივი დავა ყოფილიყო, პირველ ინსტანციაშივე სულ სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცხადია, სამართლებრივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება არ იყოს სამართლიანი და დადგეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აწევთ ამხელა ტვირთი და გვაქვს იმედი მათი პატიოსნების და პროფესიული ღირსების’’, - განაცხადა ტელეკომპანიის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


