პოლიტიკა
უზენაეს სასამართლოს მართლა ძალიან ეჩქარება საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების არყოლის გამო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის ხარჯზე - ეკა ბესელია
„ჩემთვისაც, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას თქმით, სანამ კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერას შეეხება საუბარი, კომიტეტმა წარდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფია და სხვა დეტალები უნდა შეისწავლოს.
„ასეთი მნიშვნელობისა და ძალიან მაღალი ინტერესის მატარებელი საკითხი მოითხოვს გააზრებულ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას. ჩემთვისაც, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შემოვიდა ბიუროზე და არ ახლავს მას არც ავტობიოგრაფია და სხვა მონაცემები. კომიტეტი გამოითხოვს ამ ინფორმაციას. ჩვენ სათითაოდ უნდა შევისწავლოთ ყველა გარემოება. პროცედურა მოითხოვს, რომ მოვუსმინოთ ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს კომიტეტმა გადაწყვეტილება, ვის აძლევს რეკომენდაციას და ვის - არა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვიდრე კონკრეტულად ვისაუბრებ გვარებთან დაკავშირებით, უნდა დავიცვათ პროცედურა. უზენაეს სასამართლოს მართლა ძალიან ეჩქარება, რადგან არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, მაგრამ ეს პრობლემური მოცემულობა არ უნდა მოხდეს კანონის ხარჯზე“,- განაცხადა ბესელიამ.
გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენია: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


