პოლიტიკა
უვიზო რეჟიმის შესახებ სტატისტიკა საგანგაშო არ არის - თამარ ხულორდავა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გამოეხმაურა შსს-ის სტატისტიკას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.
როგორც ხულორდავამ 1tv.ge-ის განუცხადა, მონაცემები, რომ 3000 ადამიანი არ დაბრუნებულა ევროპიდან, საგანგაშო არაა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ სრული სტატისტიკა არაა და მონაცემებზე საუბარი ნაადრევია.
„უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სტატისტიკა საგანგაშო არ არის. როგორც ჩანს, საქართველოდან გასულთა დინამიკა ძალიან გაზრდილია, მაგრამ ასევე დიდია უკან დაბრუნებულთა რიცხვი, რაც ძალიან კარგია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრევენციამ და ხელისუფლების მხრიდან აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავიზო რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები დავიცვათ, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათი და პრივილეგიაა ამ თავისუფალი სივრცის ნაწილი ვიყოთ და ამ უფლების გამოყენებას საფრთხე არ შეექმნას.
ევროკავშირი ჩვენს მონიტორინგს ყოველწლიურად ჩაატარებს და ამ შედეგებზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან ამისთვის საკმარისი დრო არ გასულა.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ რეჟიმის მოთხოვნების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შემდგომში პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა ხულორდავამ.
რაც შეეხება ევროიკავსირში თავშესაფრის მაძიებლებს, ხიულორდავას თქმით, ამ კუთხით განგაშის საფუძველი არ არსებობს.
„ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ ვრცელდება. იმედი მაქვს, ეს ასეც დარჩება. შეიძლება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდოს, რაც ჩვეულებრივია და ევროკავშირმაც იცის, რომ სავიზო რეჟიმის პირველ ტალღას ეს ტენდენცია მოჰყვება ხოლმე. მთავარია ეს ტენდენცია არ შენარჩუნდეს და ნორმალურ რეჟიმში ჩავდგეთ. ციფრები რაც გვაქვს, განგაშის საფუძველს არ იძლევა", - განაცხადა ხულორდავამ.
შეგახსენებთ, შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველო 55 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რომელთაგან 90 დღის განმავლობაში 3 ათასი ადამიანი უკან არ დაბრუნებულა. ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პირები უწყების მიერაა იდენტიფიცირებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


