უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2017 10:45
font-size

უვიზო რეჟიმის შემდეგ, ლოგიკურია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით განაცხადის გაკეთება - ანდრეს მამიკინსი

უვიზო რეჟიმის შემდეგ, ლოგიკურია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით განაცხადის გაკეთება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ,,პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირის იდეა გაფართოებას ეფუძნება და როგორც ევროდეპუტატი ამბობს, „გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპაა და მისი ადგილი ევროკავშირშია“.

„წლიდან თურქეთი ასოცირებული სახელმწიფოა, 1999 წლიდან კი კანდიდატი. დღეს იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელება რეალური არ არის. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ნორვეგია და შვეიცარია. ისინი ევროპის ეკონომიკური სივრცის ნაწილს წარმოადგენენ. შვეიცარია არ ითხოვს წევრობას.

მაგალითია მონაკოც, სადაც ევროა მიმოქცევაში. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის წევრები უფრო გამბედავები უნდა ვიყოთ.

ევროკავშირის იდეა გაფართოებას ეფუძნება. გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპაა და მისი ადგილი ევროკავშირშია.

თქვენ შეგიძლიათ და გაქვთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ არაოფიციალურად გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოთ. საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმებაც და წევრობის შესახებ, არაოფიციალურად პოლიტიკური დიალოგის დაწყებით, მომავლისთვის ნიადაგს მოამზადებთ.

თუ ევროკომისიის პრეზიდენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალს ევროკავშირში ხედავს, რატომ არა საქართველოც?! საქართველო ეკუთვნის ევროპას, ევროპულ კულტურას, ევროპულ კონტინენტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ვფიქრობ, რომ არაოფიციალურ დონეზე, არაჩვეულებრივმა ქართველმა დიპლომატებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ევროპულ სტრუქტურებთან, კომისიასთან, პარლამენტთან, საბჭოსთან როგორც ელმარ ბროკმა განაცხადა, შედეგის მისაღწევად უნდა ვისაუბროთ, ვისაუბროთ და ვისაუბროთ”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი