პოლიტიკა
უვიზო მიმოსვლით აფხაზი და ოსი მოქალაქეებიც ისარგებლებენ - ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ აფხაზი და ოსი მოქალაქეები.
ამის შესახებ ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომლითაც შეძლებს თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომ ისარგებლოს. და, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობას პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრ სხვა თანამდევ სარგებელსაც“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს.
მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია.
14-დან 16 საათამდე ბრიუსელში კენჭისყრა გაიმართება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


