სამართალი
უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღევანდელ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა.
უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ეწურებათ.
რაც შეეხება კონკრეტულად უვადოდ გამწესებულს მოსამართლეებს, ნანა აფციაურის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესებას ანა დოლიძის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
ეკატერინე კულუაშვილის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ამავე პოზიციაზე უვადოდ ერთხმად განაწესეს დავით კურტანიძის კანდიდატურა. წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა.
ქეთევან მინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა. მას მხარი ანა დოლიძის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.
თამარ ოქროპირიძე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ 13 ხმით გამწესდა. წინააღმდეგი არავინ იყო. ამავე თანამდებობაზე 13 ხმით უვადოდ გამწესდა ანა ჩხეტია. წინააღმდეგი არავინ იყო.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 12 ხმით უვადოდ გამწესდა დავით წერეთელი. გასაუბრებას არ ესწრებოდა ანა დოლიძე და ამ მოტივით კენჭის პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია.
შვიდმა კანდიდატმა გასაუბრების პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ სხდომაზე გაიარა.
როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებდნენ, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები ორი მთავარი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით შეაფასეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


