უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ოქტომბერი, 2025 18:07
font-size

უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ზურაბიშვილისთვის „ლეგიტიმურის“ იმიჯის განმტკიცებით, როგორც ჩანს, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და „რევოლუცია“ დაეწყოთ - შალვა პაპუაშვილი

წარუმატებელი გადატრიალებიდან და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრიდან მეორე დღეს, ექს-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, რომელშიც გააკრიტიკა პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თუმცა არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა დანაშაულია, არამედ იმიტომ, რომ, მისი აზრით, ამით თავდამსხმელებმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა აღიარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „პოლიტიკურ რადიკალიზმს ტერორამდე მივყავართ“.

„შეიძლება ამ რეალობას აცდენილ განცხადებაზე მხოლოდ გაგვცინებოდა, მაგრამ მის უკან არსებული რეალობა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პოლიტიკურ რადიკალიზმს ტერორამდე მივყავართ. ეს სიმართლე 4 ოქტომბერს დადასტურდა, როდესაც მოძალადე ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა. როდესაც პოლიციამ თავდამსხმელების მოგერიება შეძლო და აშკარა გახდა, რომ შეჭრის მცდელობა ჩაიშალა, რადიკალების ის ლიდერები, რომლებმაც მოამზადეს, წაახალისეს და უხელმძღვანელეს გადატრიალებას, სწრაფად გაემიჯნენ ტერორისტულ თავდასხმას. ამ ლიდერებს შორის იყო ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი. მანამდე, დილით, მან განაცხადა, რომ არჩევნებში ხმას არ მისცემდა და იმ შეკრებაში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის გაცხადებული მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე, რადიკალებმა ნეპალში ბოლო დროს მომხდარი სისხლიანი მოვლენები მათთვის შთაგონების წყაროდ და მთავრობისთვის გაფრთხილებად წარმოაჩინეს. ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის აღება სცადეს, შემთხვევითი არ არის. სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილი როლი და ის, როგორც მას ამ როლისთვის ამზადებდნენ, ხელის გულზე დევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი წერს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის შტანდარტის უკანონო გამოყენება, მათ შორის უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას.

პაპუაშვილის თქმით, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია.

„გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის შტანდარტის უკანონო გამოყენება, ანუ იმ დროშის, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი ამ სიმბოლოს ყველგან თან დაატარებს, მედიასთან კომუნიკაციის თუ ზოგიერთი შეხვედრის დროს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითმარქვია პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ამ ექსკლუზიური სიმბოლოს გამოყენება უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას. რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნულ სიმბოლური აქტის ვერ შემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში, ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე. ფაქტია, რომ ამ ორიდან, არცერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში პრეზიდენტის სასახლე ამოიღეს, ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით „რევოლუცია“ დაეწყოთ. ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს, ამ მომენტამდე, არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. თუმცა, ახლა, მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი