პოლიტიკა
უწყებათაშორისი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა
უწყებათაშირისი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცესკოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
სხდომაზე არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებმა რეკომენდაციები წარადგინეს, რომელიც საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს და კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობს.
ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევბიდა ხაზი გაუსვეს საუბნო კომისიის დაკომპლექტების ხარვეზზე.
როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენლმა ლადო კვაშაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ორგანიზაციამ წარადგინა რეკომენდაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სარეკომენდაციო ხასიათის სერტიფიცირების შესახებ.
„რადგან იცით, რომ ახალი კანონდებლობით ბევრ ახალ პოლიტიკურ პარტიას ეყოლება ახალი წევრები 2017 წლის არჩევნებისთვის და კიდევ უფრო მეტად იქნება კომისიის კვალიფიციურობის საკითხი დაყენებული. საარჩევნო კოდექსში კვლავ არის ბევრი პრობლემები, ბევრი ხარვეზი და ვფიქრობ, ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხებს უახლოესი შეკრებისთანავე დაუბრუნდება, რადგან მომავალი არჩევნებისთვის დრო ძალიან ცოტა არის დარჩენილი“,-განაცხადა კვაშაძემ.
საიას წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა უკავშრდება თავად კომისიის მუშაობას. მისი თქმით, ბევრი არარელევანტური საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, ეფექტურობა კი რეალურად მცირდებოდა.
ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკო უწყებათშორისი კომისიის ყველა სხოდმაზ ეიყო მიწვეული და ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას ყველა ინფორმციას აწვდიდა, როემლიც ამ კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ჯდებოდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


