სამართალი
„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ” - ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.
პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.
პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა.
ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ დაკისრებული 4000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მას აზრის გამოხატვას ვერ შეუზღუდავენ.
„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


