პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს - დავით რაქვიაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან 1tv.ge-ის უთხრა.
„განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მთლიანად სახელმწიფომ გადადგას [მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით] და შესაბამისად, შემდეგ ამაზე დაყრდნობით, აუცილებლობიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას უშიშროების სხდომის დანიშვნაზე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
რექვიაშვილის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს მცოცავ ოკუპაციაზე, კერძოდ, სოფელ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევაზე.
„რუსეთთან დაპირისპირებაში, ჩვენი ტერიტორიების ხელყოფასთან დაპირისპირებაში მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ერთიანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რადგან ბერშუეთის შემთხვევა ერთ-ერთი ეპიზოდია, ეს ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მთლიანობაში. საქართველოს სახელმწიფო არცერთ ასეთ სურათს არ უნდა შეეგუოს“, - თქვა რაქვიაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ამ საქმეში აუცილებელად უნდა ჩაირთოს საერთაშორისო საზოგადოება.
სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მთავრობისადმი მიმართულ განცხადებაში, მათ მოითხოვეს, რომ დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა ან უშიშროების საბჭოს, ან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


