პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივანი რომ დღეს იღვიძებს, ეს არის მთავარი პრობლემა - ლევან გოგიჩაიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის მიერ ტენდერის მოგების საკითხი განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია.
„უშიშროების საბჭოს მდივანი რომ დღეს იღვიძებს, ეს არის მთავარი პრობლემა“, - გააკრიტიკა რაქვიაშვილი გოგიჩაიშვილმა.
კრიტიკის მიუხედავად, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დევრიშაძესთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გასაგებია.
„მთხოვნელის პოზიციაში არ უნდა იყოს. როცა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი ხარ, ცოტა რაღაც მეტი წონა და ფასი უნდა გქონდეს ადამიანს, საკითხი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ არაერთგვაროვნად აღიქმება საზოგადოებაში და არ არის მართლა სასიამოვნო, როდესაც ასეთ ინფორმაციებს ისმენ. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის კანონი შეიძლება, არ იყოს დარღვეული, მაგრამ ტენდერის კანონის მიღმა ამ ცხოვრებაში სხვა კანონები არსებობს“, -თქვა გოგიჩაიშვილმა.
გუშინ რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ თუკი რეაქცია არ იქნება იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული კომპანია იმარჯვებს, ეს კვლავ განმეორდება. ეროვნული უშიშროების მდივნის შეფასებით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა.
„როდესაც კანონიერად ხდება უსაფრთხოების სისტემებთან თანამშრომლობა იმ ადამიანების, რომლებიც არიან ბრალდებულნი ჯაშუშობაში, ეს კიდევ უფრო სავალალოა და საგანგაშოა. აუცილებლად არის ზომები მისაღები, რომელიც ამ სივრცეს შეამცირებს და ამ რისკებს გამორიცხავს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


