პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივანი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის დიდ ბრიტანეთში ანხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს და ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვანო მაჭავარიანი, ასევე დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი კრის გოფი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა - „ბრიტანეთის უშიშროების საბჭოსთან ურთიერთობა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს კონსულტაციები თანამშრომლობის კომპლექსურ გეგმაზე, რომელიც ორი უწყების წარმომადგენელთა სამუშაო კონტაქტებისა და გამოცდილების გაზიარების გზით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


