პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა, დუშეთშიც შემდგარიყო - ირაკლი კობახიძე
უშიშროების საბჭო ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ, შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა, დუშეთშიც შემდგარიყო – ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს და ერთადერთი საკითხი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხარვეზს უწოდებს, უშიშროების საბჭოს ეხება.
„ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს პრეზიდენტი. ერთადერთი აქვს, ასე ვთქვათ, მუდმივად აჩემებული, ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ – უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ. შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა, დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება. ეროვნული უშიშროების საბჭოები მოქმედებს საპრეზიდენტო, ზოგ შემთხვევაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში და რატომ. იმიტომ , რომ იქ პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარება შესაბამისი სფერო – თავდაცვის, უსაფრთხოების სფერო, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ორგანო არის შექმნილი პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც მთავრობის გამგებლობის ქვეშაა. ასეთი მარტივი ნონსენსი გასწორდა კონსტიტუციაში და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხარვეზს უწოდებს პრეზიდენტი. ვერც ერთი სხვა მაგალითი მას ვერ მოჰყავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


