პოლიტიკა
უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში შევა მუხლი, რომლის თანახმად უსიშროების საბჭო გარდაიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და ის საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს.
კობახიძის თქმით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.
„გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და ისევე, როგორც დღეს, მას დარჩება თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები, უბრალოდ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი. საომარი მდგომარეობის დროს არსებობს იმის ინტერესი და საჭიროება, რომ ხელისუფლების მთლიანი მოქმედების ერთიანი კოორდინაცია იყოს უზრუნველყოფილ, აქედან გამომდინარე სპეციალური მუხლი იქნება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საომარი მდგომარეობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო, მისი თავმჯდომარე კი იქნება პრეზიდენტი და მისი საქმიანობა იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


