პოლიტიკა
უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უშიშროების საბჭო არაეფექტური ორგანოა, რომელიც მასზე მინიჭებულ კომპეტენციას ვერ ასრულებს.
კობახიძის თქმით, უშიშროების საბჭო უნდა გაუქმდეს და ეროვნული თავდაცვის საბჭოთი ჩანაცვლდეს.
„იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოდგენილია კონსტიტუციაში, დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს. უშიშროების საბჭოს ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება ამ საბჭოს მიერ.
თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ეს ორგანო და ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ქმედითი და უზრუნველყოფს კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დავით რაქვიაშვილთან მომხდარ დაპირისპირებას, კობახიძემ განმარტა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნისთვის შენიშვნის მიცემა მოუწია.
„კომიტეტზე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართვლოს პარლამენტის წევრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოში ეს არ იციან და ამასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემა დაგვჭირდა“,- თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დაპირისპირება კობახიძესა და რაქვიაშვილს შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც საკონსტიტუციო პროექტს განიხილავდნენ. რაქვიაშვილის შენიშვნები ახალი საკონსტიტუციო პროექტით გათვალისწინებული უშიშროების საბჭოს გაუქმებას უკავშირდებოდა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


