პოლიტიკა
უსახლკარო პირთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფისას ქულის მინიჭების წესი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის მერს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს უსახლკარო პირთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფისას ქულის მინიჭების წესი, ასევე მკაფიოდ იყოს ჩაწერილი, კონკრეტულ კრიტერიუმებს რამდენი ქულა შეესაბამება.
სახალხო დამცველის შეფასებით, ქულების მინიჭების წესი არაა დარეგულირებული საკრებულოს განკარგულებით, რის გამოც პროცედურა ეყრდნობა შესაბამისი კომისიის წევრთა პირად შეხედულებებს. ომბუდსმენის თქმით, ეს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკს ზრდის და აფერხებს კომისიის ეფექტურ მუშაობას.
„მედიანიუსი“ სახალხო დამცველს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგების თაობაზე წინადადებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის N49.03.1384 განკარგულებით შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია“. კომისიის სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურის ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის ქულების მინიჭებას ეხება, არ არის დარეგულირებული რაიმე სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, ქულების მინიჭება ხორციელდება კომისიის წევრების პირად შეხედულებებზე დაყრდნობით და ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ კონკრეტული კრიტერიუმისა თუ პრიორიტეტის საფუძველზე პირისთვის მისანიჭებელი ქულის ოდენობას. საყურადღებოა, რომ მინიჭებული ქულა არსებითად განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე ქულის მინიჭების პრაქტიკა წარმოშობს მისი არათანაბარი ან/და თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას და უსახლკარო პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს. აუცილებელია განსახილველი საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება. აგრეთვე, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, დახმარების სამიზნე ჯგუფი და საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ ხორციელდება თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა და ამ მიმართულებით გამოყოფილი სახელმწიფო რესურსის განაწილება.
ყოველგვარი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე შეფასების სისტემის გამოყენება აფერხებს კომისიის ობიექტურად, გამჭვირვალედ და ეფექტურად ფუნქციონირებას და საფრთხეს უქმნის უსახლკარო პირთა უფლებებს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოითხოვა თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცედურაში ქულის მინიჭების წესი კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს და თითოეული პრიორიტეტული ნიშანი და კრიტერიუმი კონკრეტული ქულით განისაზღვროს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, ზემოხსენებული საკითხის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროცესი შეუქცევადი იქნება და გამოთქვამს მზადყოფნას, მისი წარმომადგენელი ჩაერთოს ცვლილებაზე მუშაობის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


