პოლიტიკა
უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატო-ს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს - სალომე ზურაბიშვილი
ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის.
თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ქართველმა ხალხმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრები არ ვართ, უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატო-ს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს.”
ამასთან, როგორც საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ქართველ ხალხს იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირდება და არა ნაკლები.
“არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, ვინც ევროპით იმედგაცრუებულია. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დაუახლოვდებიან ევროპას”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


