პოლიტიკა
ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, რადგან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა საქართველოსას დეტალებშიც კი ემთხვევა - თენგიზ შარმანაშვილი
ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ერთია, რას ვიტყვით ჩვენ და ჩვენი პრეზიდენტი, მეორეა, რას იტყვის თავად ამერიკის საგარეო უწყება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა და ამ ნაბიჯებს როგორც წინ გადადგმულს, ისე უყურებენ. ასეთი განცხადებები ამერიკელების მხრიდან ოპტიმიზმს გვმატებს. ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია. ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, რადგან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა საქართველოსას დეტალებშიც კი ემთხვევა. ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოცხადდა. დეტალების დონეზეც კი საერთო მსოფლმხედველობა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს. საქმის გაფუჭებაა ადვილი, თორემ, შემდეგ ამის შემოტრიალება რთულია. აქ ურთიერთობები ერთჯერადად კი არა, მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


