პოლიტიკა
უპატრონო მშენებლობების შემთხვევაში საჭირო იქნება ან მათი დაკონსერვება, ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე, დემონტაჟის განხორციელება - ილია ელოშვილი
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დედაქალაქში 170-ზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა ფიქსირდება.
„ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ის გახდა ანტისანიტარიის ბუდე და საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. ამგვარად, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, მეპატრონეებს, რომ ამ მშენებლობების განვითარება შეძლონ, ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან გვექნება საშუალება, საგადასახადო შეღავათებზე, დღგ-ის კუთხით ვისაუბროთ, ჩვენ კი, შეგვეძლება შეღავათები ფართების დამატების კუთხით განვიხილოთ. შესაბამისად, არის რამდენიმე ღონისძიება და ინდივიდუალურად იქნება მოლაპარაკებები წარმოებული თითოეული ასეთი მშენებლობისთვის. მივიღებთ იმ ზომებს, რომელიც გონივრული და მისაღები იქნება“, - განაცხადა ელოშვილმა.
რაც შეეხება სამშენებლო ფართების მომატებას, ელოშვილმა განაცხადა, რომ ხანდახან იმისთვის, რომ მშენებლობა კომერციულად საინტერესო გახდეს, არის მოთხოვნა, გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველად მოთხოვნილი სამშენებლო ფართით, არამედ, მომატებული ფართით.
„გარდა ამისა, შესაძლებელია დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლება, თუმცა გვინდა, რომ საკითხს კომპლექსურად შევხედოთ და ცენტრალურმა და ქალაქის მთავრობამ შეთანხმებულად იმოქმედოს და ყველა შესაძლებლობა, რომელიც გაგვაჩნია, სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ელოშვილმა.
გარდა ამისა, მერის მოადგილემ განმარტა, რომ დედაქალაქში 4 ტიპის გაჩერებული მშენებლობებია და თითოეულ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება.
„ერთია მშენებლობები, რომლებიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ამასთანავე, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურს მშენებლობების დასრულება. აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია და თითოეულ მათგანთან წავა ინდივიდუალური მოლაპარაკება. ასევე, არის მეორე ტიპის მშენებლობები, რომელიც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული, აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა, რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, საშემოსავლო სამსახურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. გარდა ამისა, არის იურიდიულ დავებში შესული მხარეები. აქაც იურიდიული კუთხით იქნება გადასახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ამისა, არის მშენებლობები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შენობების დაკონსერვება, ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე, დემონტაჟის განხორციელება“, - განაცხადა ელოშვილმა.
მერიის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყოველი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მერიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, გარკვეული პირობები წამოაყენოს, რომ ასეთი მშენებლობები დაუსრულებელ მშენებლობად არ გადაიქცეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


