პოლიტიკა
უნდობლობას ვუცხადებ, რადგან თავად არის დაინტერესებული პირი - ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძე ეცდება, მაქსიმალურად შენარჩუნდეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სია, რადგან თვითონ არის ამ სიაში წარმოდგენილი,- განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, მიქაუტაძე შეეცდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებიც მორგებული იყოს სიაში წარმოდგენილი პირების ინტერესებზე.
„რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ პირობა დადო, რომ პროცესი იქნებოდა გამჭირვალე, მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორ დასახელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, და სწორედ მიქაუტაძე იყო ამ სიის გამხმოვანებელი. ამ ადამიანს უნდობლობას ვუცხადებ, რადგან თავად არის დაინტერესებული პირი და თავად არის ერთ-ერთი წარმოდგენილი კანდიდატი ამ სიაში. შეუძლებელია, დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც აქვს აშკარად ინტერესთა კონფლიქტი, შეიმუშაოს ისეთი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს გარედან ღირსეული კანდიდატების შემოდინებას. ის რა თქმა უნდა, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდნენ წარმოდგენილი პირები და პროცედურებიც მორგებული იყოს მათ ინტერესებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ვიყოთ ჩართულები და ჩვენი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიხილოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
,,ბოლო დროის განმავლობაში თვალს ვადევნებ ირაკლი კობახიძის მიერ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წესის შერჩევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის შეხვედრა. არ მაქვს ინფორმაცია, ვინ აპირებს და ვის უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ან თავმჯდომარეობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული კანდიდატები, ღირსეული მოსამართლეები და რაც მთავარია, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ უზენაესი სასამართლო არის პოლიტიზირებული და შეიძლება გარკვეულ ინტერესებს ატარებდეს. მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ სამართლის დარგის სპეციალისტები, რომლებიც მოღვაწეობენ სამართლის სფეროში და არა პოლიტიკაში“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


