პოლიტიკა
უნდა შევახსენო მოსახლოებას, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და ხმა მე მომცენ - სალომე ზურაბიშვილი
მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლოებას არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდებს.
ზურაბიშვილმა შესაბამისი გზავნილით საკუთარი საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად მთაწმინდის ქუჩები მოიარა.
როგორც ზურაბიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა და მისი მიზანია ამომრჩეველს შეახსენოს, რომ ხვალ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და ხმა მას მისცენ.
„ეს არის კამპანიის ბოლო დღე. ბოლო მსვლელობა,რომ გავახსენოთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ხვალ უნდა გამოვიდნენ მეორე ტური არის. აუცილებელია რომ მოვიდნენ და ხმა მომცენ. მე გავივლი ყველა ქუჩას და დავამთავრებთ მსვლელობას პარლამენტთან“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდის რაიონის მაჟoრიტარი დეპუტატობისთვის ნიკა რურუა და სალომე ზურაბიშვილი დაუპირიპირდებიან ერთმანეთს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


