უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 სექტემბერი, 2017 13:10
font-size

უნდა მოვითხოვოთ ბიძინა ივანიშვილის მილიარდების დაყადაღება - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო პროექტზე მოლაპარაკებების შეწყვეტაში დაადანაშაულა.

ნათელაშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებით მოქალაქეების უფლებები შეიზღუდება და პოლიტიკური პროცესი მაჟორიტარი დეპუტატების ხელში გადავა.

ნათელაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ერთობლივად მოითხოვონ მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციებისგან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაბლოკვა.

„მმართველმა ძალამ უარი თქვა, მიეღო ქვეყნის მთავარი კანონი ფართო კონსულტაციების გზით და პრაქტიკულად შეუდგა ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას, რის შემდეგაც ქართველ ხალხს ერთმევა უფლება, აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი, ხოლო ჩვენი ბედი ყაჩაღი მაჟორიტარების ხელში იქნება. ამ საუკუნეში ასეთი დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას , ჩვენი ხალხის ძირითად უფლებებს არ დამუქრებია. საჭიროა სწრაფი და გონივრული ჩამკეტი მოქმედებები პოლიტიკური ძალებისგან. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოვაწეროთ ერთობლივ მიმართვას მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებისადმი, რათა დაიბლოკოს , დაყადაღდეს ბიძინა ივანიშვილის მილიარდები. ეს წელში გადაამტრევს დანაშაულებრივ რეჟიმს“, - თქვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

მან ასევე თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს. ნათელაშვილის აზრით, ეს შეაფერხებს კონსტიტუციის მიღების პროცესს.

„მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს დაუყოვნებლივ გამოაცხადოს გადადგომა. ეს მთლიანად ჩაშლის დაწყებულ ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას და მისი სახელი შევა ოქროს ასოებით ისტორიაში“, - თქვა „ლეიბორისტების“ ლიდერმა.

ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა დაიწყონ, რომლებიც ხელისუფლების გადადგომამდე გაგრძელდება.

„მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად და არ დავიშალოთ მანამ, სანამ რეჟიმი არ შეწყვეტს თავის არსებობას. სხვა შემთხევვაში , ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ოლიგარქია დაგვიმზადებს ივანიშვილების დინასტიას, ხოლო ივანიშვილი იქნება ფარული მეფე, რომლის ბატონობა გაგრძელდება არა მარტო მის სიცოცხლეში , არამედ მისი წასვლის შემდეგაც შვილებისა და შვილიშვილების მიერ, რადგანაც ეს მილიარდები არსად არ მიდის. მილიარდებს მილიარდები ემატება და ყაჩაღი მაჟორიტარ -ბანკირების ჯგუფი ყოველთვის შეარჩევს თავის სასურველ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტად და ხალხს არასდროს არ მისცემს უფლებას, აირჩიოს სასურველი პოლიტიკური ძალა , პოლიტიკური ლიდერი და ფიგურა თავისი ქვეყნის მეთაურად, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

გუშინ მმართველმა გუნდმა უარი თქვა სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობის მიღებაზე. საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო პროექტი საშემოდგომო სესიაზე, მესამე მოსმენით იქნება დამტკიცებული.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაპატიჟა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ. ბუკიკიოს განცხადებით კი ეს შეხვედრა გაუქმდა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი