პოლიტიკა
უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა და ეს ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, გარკვეული ალები ცდილობენ მარნეულში ვითარების დაძაბვას. ამის შესახებ მან მარნეულის #58 საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა.
„იმ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, ვინც „ევროპულმა საქართველომ“ გვაჩვენა. ასევე ჩვენს კანდიდატსაც უნდა დაველაპარაკოთ და რეალურად გავარკვიოთ, რა მოხდა და ეს ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. დაძაბულობა არავის არ უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ. ზედმეტი დაძაბულობა არ გვსურს, რადგან ჩვენს ინტერესებშია არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. ყველას მინდა ვთხოვო, რომ არათუ ხელი არ უნდა შეუწყონ დაძაბულობასა და ასეთი ფაქტების ინსპირირებას, არამედ პირიქით, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში იმას მისცენ, ვისაც ენდობიან“,- განაცხადა ბესელიამ.
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევის დაადანაშაულა “ქართული ოცნების” კანდიდატი მირკაზიმ ყაგუბოვი, რომ ის ადგილობრივ აქტივისტ მაჰმედ ჰუსეინოვს ფიზიკურად გაუსწორდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


