პოლიტიკა
უნდა განისაზღვროს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა- დაემორჩილოს პრემიერს - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი დღეს თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრებიან, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
როგორც ანა დოლიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვან სფეროში უნდა განხორციელდეს, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების სფერო, არის ძალიან სერიოზული და საყურადღებო საკითხები, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა სწორედ, რომ საკანონმდებლო სივრცეში.
''დაჩქარება ამ სფეროს არ წაადგება და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი შექმნის ყველა შესაძლებლობას, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა წარმოადგინონ საკუთარი შენიშვნები და სიღრმისეულად გააუმჯობესოს კანონპროექტი,''- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, ჩვენი ვალდებულებაა გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება. ნაწილობრივ ეს არის კიდეც შემოთავაზებული, თუმცა დღევანდელი მოდელით ბოლომდე არ არის გამიჯნული გამოძიება და სააგენტო. ჩვენ იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ, კონკრეტულად ვინ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს სამუშაოზე, რადგან ნაწილობრივ სუს-ი აკონტროლებს მას, თუმცა პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს სუს-ის უფროსის წარდგენით.
"ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ცალსახად იყოს იდენტიფიცირებული სააგენტოს ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სააგენტო პირდაპირ ემორჩილებოდეს საქართველოს პრემიერს, პრემიერი პირდაპირ ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს სააგენტოს ხელმძღვანელს'', - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან, კანონპროექტის პრობლემური საკითხებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პირველ მოსმენამდე, სანამ პლენარულ სხდომაზე დაიწყება აღნიშნული საკითხის განხილვა, გაემართა კონსულტაციები ფრაქციებთან და მიეწოდებინა მათთვის საკუთარი მოსაზრებები.
"ოპოზიციურ ფრაქციებთან ყველასთან შეთანხმებული და დანიშნულია ეს შეხვედრები, რაც შეეხება უმრავლესობის ფრაქციებს, სამწუხაროდ, გუშინ, გვიან ღამე მათ უარი თქვეს კონსულტაციებზე", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საკითხი დღესვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


