პოლიტიკა
უნდა გაეცეს პასუხი, ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები - მამუკა მდინარაძე ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვაზე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდეს.
„ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ყველა მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, თუნდაც ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საუბარი და საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები. უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთმა თანამშრომლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობებს ამზადებს. მათი ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


