პოლიტიკა
უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში დროში გაწერილ კანონებსა და რეგულაციებს - რომან კაკულია
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ.
„ევროკავშირთან ასოცირების კუთხით საკანონმდებლო ვადებში ჩაჯდომა, ევროპულ ბაზარზე გასასვლელად პოტენციურ ექსპორტიორებთან მუშაობა და ქართველი მეწარმეებისთვის ცოდნის დონის ამაღლება მნიშვნელოვანია“, - განუცხადა კაკულიამ ჟურნალისტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისას.
ამ საკითხზე პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე დეპუტატები ევროკავშირის საპარლამენტო პროექტების კონსულტანტებთან ერთად მსჯელობენ.
კაკულიას განცხადებით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში დროში გაწერილ კანონებსა და რეგულაციებს, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნაწილია.
EU-UNDP საპარლამენტო პროექტების მენეჯერის სოფო გურულის განცხადებით, 2017-2020 წლების ერთიანი სამოქმედო გეგმა სექტემბერში შემუშავდება, სადაც ევროინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლი გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში 7 კომიტეტია ჩართული, მათ შორის წამყვანი როლი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ეკისრება.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


